|
2016-12-02 01:05:05, 2787 ნახვა
მსოფლიო
ოლანდი: მივიღე გადაწყვეტილება, არ წარვადგინო ჩემი კანდიდატურა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე
საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან ტელემიმართვისას განაცხადა. „მე მამოძრავებს მხოლოდ ქვეყნის უზენაესი ინტერესი, იმ ქვეყნის, რომელსაც ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში პატიოსნად ვემსახურე. გამოცდილებამ მომიტანა თავმდაბლობა, რომელიც ასე საჭიროა საჯარო ასპარეზზე. მე მივიღე გადაწყვეტილება, არ წარვადგინო ჩემი კანდიდატურა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე“, - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა. ამასთან, სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსახლეობა ულტრამემარჯვენე "ნაციონალური ფრონტის" მხრიდან საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ცნობისთვის, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის აპრილშია დაგეგმილი. შეგახსენებთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც მეორე ვადით კენჭს არ იყრის.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)