|
2016-11-30 18:41:54, 3260 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი ჟურნალისტს: პროვოკაციები მოუწყვეთ ბებიათქვენს, ეს ყველა "კახპა" პოროშენკოს გარემოცვიდანაა
ჟურნალისტის დასმულმა კითხვამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე აქტივისტების დაფინანსებას ეხებოდა, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის გაღიზიანება გამოიწვია. ჟურნალისტმა სააკაშვილს ჰკითხა, დაესახელებინა თუ ვინ დააფინანსა აქტივისტები. როგორც მედიის წარმომადგენელმა აღნიშნა, არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც აქტივისტები ამბობენ, რომ არ იციან, რატომ მივიდნენ რეგიონებიდან სააკაშვილის მიტინგზე. სააკაშვილის განცხადებით, მის მიტინგზე ხალხი ფულის სანაცვლოდ არ დადის და თუ ვინმე დადის, მხოლოდ პოროშენკოსთან დაახლოებული პირების მიერ დაფინანსებული "კახპები". „ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს. თქვენ არაფერი გაქვთ. სისულელეს ამბობთ. ამბობთ, რომ ადამიანებმა არ იციან, რატომ ჩამოვიდნენ? პროვოკაციები ბებიათქვენს მოუწყვეთ. თქვენ დაფინანსებული ტიპი ხართ, რომელიც ჩამოიყვანეს ზღაპრების მოსაყოლად. ეს ყველა "კახპა" პოროშენკოს გარემოცვიდან არის”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)