22:51 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 19:24:01, 803 ნახვა

სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა გაერო-ს რიგით მესამე მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა იაპონიის ქალაქ სენდაიში გაერთიანებული ერების კატასტროფების რისკების შემცირების რიგით მესამე კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზვიად ქაწაშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს და ქალაქ იშიმომაკის მერს, დოქტორ ჰიროში კამეამას შეხვდა.

მხარეებმა ერთმანეთს თავიანთ ქვეყნებში კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში არსებული გამოწვევები გაუზიარეს და მათი გადაჭრის გზები დასახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ასევე შეხვედრა გამართა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივან ვლადიმერ კუვშინოვთან და ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო თავადაცვის დირექტორატის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც შეეხებოდა ICDO-ს აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს გაწევრიანებას, ტრენინგებსა და სემინარებში ქართული მხარის აქტიურ ჩართულობას, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის ჰუმანიტარული ტვირთის გადმოცემას.

ზვიად ქაწაშვილმა პლენარულ სხდომებში მონაწილეობის პარალელურად საქმიანი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანელ, ბელორუს, ყაზახ, სომეხ, თურქ, ებრაელ, ლიტველ კოლეგებთან და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კონფერენციის დასასრულს, საქართველოს დელეგაციის წევრები გაერო-ს კატასტროფების რისკების შემცირების ოფისის დირექტორ ადამ ბოლოკოსს შეხვდნენ და გაერო-სა და მის წევრ ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშომლობის საკითხები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics