|
2016-11-29 18:52:18, 1613 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სოსო ცინცაძე: ღარიბი ისევ ვერ წავა ევროპაში, ფულიანი კი, ისევ ისე ივლის
ექსპერტის საგარეო პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძის განცხადებით, რაც უფრო ჭიანურდება "შეჩერების მექანიზმი", ვიზალიბერალიზაციის პროცესი მით უფრო გართულდება. როგორც ექსპერტმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, აღიარებს, რომ საქართველომ ყველა მოთხოვნა გადაჭარბებულად შეასრულა, თუმცა მისივე განმარტებით, პრობლემები თვითონ ევროპას აქვს. "დღეს ევროპაში უცხოელების შემოსვლისთვის კიდევ ერთი არხის გახსნა ძალზედ არაპოპულარული თემაა, თანაც ღარიბი ქვეყნებიდან. ევროპელებს აქვთ უკრაინის შიში. ჰოლანდიამ თავის დროზე ბევრი პრეტენზია წამოაყენა უკრაინასთან მიმართებაში. 40 მილიონიანი ქვეყნიდან, სადაც საომარი მდგომარეობაა, რა თქმა უნდა, მოსახლეობის 50%-ი მაქსიმალურად ისარგებლებს უვიზო მიმოსვლით. ამასთან, საქართველოდან არალეგალურად დასარჩენად ძალიან მიზერული რაოდენობა შევა. გარდა ამისა, გაზაფხულზე ახლოვდება საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მარინ ლე პენი სწორედ იმას ელოდება, რომ ევროპამ კიდევ ერთი კარი გახსნას, მათთვის ვისაც ტურისტებს ვერ ვუწოდებთ, ვინც 90 დღით, მითუმეტეს უკრაინიდან და საქართველოდან ევროპის ტერიტორიებზე შევა. ვის დააჯერებთ, რომელ ევროპელს, რომ მხოლოდ ტურისტად მიდიან აქედან. ძირითადად სხვა კატეგორიის ხალხი იქნება", - განაცხადა ცინცაძემ. სოსო ცინცაძის თქმით, საქართველო "შეჩერების მექანიზმის" განხილვის გადადებით ბევრს არაფერს კარგავს, რადგან ევროპა აღარ არის ის ადგილი, რომლისკენაც საქართველო 20 წლის წინ მიილტვოდა. "იანვრისთვის გადაიდო, ეს "შეჩერების მექანიზმი", თითქოს რთული გასარკვევია როგორ უნდა შეჩერდეს. მე არამგონია ბევრ რამეს ვკარგავდეთ ჩვენ ამით, იმიტომ, რომ ვისაც ფული აქვს დღეს ისედაც დადის ევროპაში. ვისაც ფული არ აქვს, იმისთვის გინდ უვიზო რეჟიმი იყოს, მაინც ვერ წავა ქვეყანაში, სადაც დღეში მარტო კვებისთვის 40 ევრო სჭირდება, რომ არაფერი ვთქვათ სასტუმროზე და შიდა გადაადგილებაზე. რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას, დღეს ვინმეს ახსოვს?! საქართველომ რა სიკეთე ნახა ამ ასოცირების ხელშეკრულებით?! არავის აღარ ახსოვს, ასე იქნება ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაშიც. მთავრობა ალბათ პატარა ზეიმს მოაწყობს, ვიღაცეები პრემიებს მიიღებენ ამისთვის, გავა 2-3 თვე და ყველას დაავიწყდება ეს ვიზალიბერალიზაციის არსებობა. ღარიბი, უფულო ისევ ისე ვერ წავა ევროპაში, ხოლო ფულიანი ისევ ისე წავა, როგორც ადრე დადიოდა. დღეს უკვე ის ევროპა არ არის, რომლისკენაც ჩვენ მივილტვოდით, თუნდაც 20 წლის წინ", - აღნიშნა ექსპერტმა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმის ე.წ შეჩერების მექანიზმს სავარაუდოდ 2017 წლის 18 იანვარს განიხილავს. საქართველოსთვის და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება მომავალ წლამდე გადაიდება.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)