|
2016-11-29 18:12:05, 1447 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ბურთი ბრიუსელის მოედანზეა - საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოსთვის და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების მომავალ წლამდე გადადების საკითხს გამოეხმაურა. დოლიძე ამბობს, რომ, საქართველოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს და ჯერი ბრიუსელზეა. მისივე განმარტებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მხოლოდ გარკვეული პროცედურული საკითხებია დარჩენილი. დოლიძე იმედოვნებს, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში მოგზაურობას ძალიან მალე შეძლებენ. „მთავარია, საქართველოს აქვს შესრულებული უკლებლივ ყველა ვალდებულება, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით იქნება ეს გათვალისწინებული, თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც გვეკისრებოდა ჩვენ მანამდეც და შემდგომაც. მოგეხსენებათ, ახლა არის ბურთი სწორედ ევროკავშირის მოედანზე, სადაც ჩვენ ევროკომისიასა და ევროპარლამენტს შორის ველოდებით საბოლოო შეთანხმებას ეწ. შეჩერების მექანიზმის თაობაზე. როგორც ჩანს ამ მექანიზმზე დეკემბრის განმავლობაში ვერ თანხმდებიან, უფრო კონკრეტული თარიღი დანიშნეს და 18 იანვარი გამოაცხადეს, არ არის ცუდი. არმინდა ვადებზე ვისაუბრო, მაგრამ ის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და დარჩა მხოლოდ პროცედურები ბრიუსელში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნიშნავს იმას, რომ ბურთი არის სწორედ ბრიუსელის მოედანზე. საქართველომ ეს ვალდებულებები უკვე შეასრულა. იმედი მაქვს, საქართველოს და უკრაინას თანამოქალაქეები ძალიან მალე დაწიყებენ უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმის ე.წ შეჩერების მექანიზმს სავარაუდოდ 2017 წლის 18 იანვარს განიხილავს. ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)