|
2016-11-29 17:03:21, 2185 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი კეპულაძე ონლაინ სესხებზე: აკრძალვა გამოსავალი არ არის
„ბიზნესში აკრძალვების და ზედმეტი რეგულაციების მომხრე არ ვარ“, - ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე მთავრობის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტის მომზადებას, რომლის მიხედვითაც, ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება. როგორც კეპულაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ონლაინ სესხების მთლიანად აკრძალვა კომპანიების დახურვას და იქ მომუშავე ადამიანების სამსახურის გარეშე დარჩენას ნიშნავს. „არ ვიცი როგორ გეგმავს მთავრობა ამ სეგმენტის დარეგულირებას. მთლიანად აკრძალვა ნიშნავს, რომ ეს კომპანიები უნდა დაიხუროს და იქ მომუშავე ადამიანები დარჩნენ უმუშევრები. მესმის, რომ პრობლემატურია, ხშირ შემთხვევაში, ზოგი მომხმარებელი ვერ ახერხებს ონლაინ სესხის დაბრუნებას, მაგრამ რამდენად არის გამოსავალი ზოგადად ამ ბიზნესის აკრძალვა, არ ვიცი. მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, ისეთი რაღაცეები ავკრძალოთ, რაც ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს“, - აღნიშნა კეპულაძემ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთლიანად აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა, მომხმარებელი სხვა ფინანსურ ინსტიტუტში გადამისამართდება და იქ შეეცდება კრედიტის აღებას. „ონლაინ სესხები არსებობენ იმიტომ რომ ბაზარზე ასეთი ტიპის სესხების მოთხოვნა არის. შესაბამისად გამოვა, რომ ეს სეგმენტი სადღაც უნდა გადამისამართდეს, ანუ ამ ადამიანებს კვლავ დასჭირდებათ სესხის აღება და ისინი ეცდებიან მიმართონ, ვთქვათ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებს მსგავსი ტიპის სესხებისთვის. აი ამისთვის რამდენად მზად არის მთავრობა?! ეს მომხმარებელი მაინც იპოვის კომპანიებს და ორგანიზაციებს, საიდანაც აიღებს ასეთი ტიპის სესხებს ან შავ ბაზარზე გადაინაცვლებს იმისთვის, რომ ვთქვათ, მევახშეებისგან მიიღოს სესხი, ეს უკვე მეორე საკითხია. ზოგადად აკრძალვები როგორც წესი გამოსავალი არ არის, თუმცა შესაძლებელია, რომ გარკვეული რეგულაციების დაწესება და ამასთან დაკავშირებით ჩვენს ორეგანიზაციას ჰქონდა გარკვეული რეკომენდაცია“, - დასძინა გიორგი კეპულაძემ.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)