|
2016-11-26 16:49:05, 1931 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე შრომითი პირობების რეგულაციის შესახებ ისაუბრა
„ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შრომის პირობების მონიტორინგის ნაწილი ჩვენ შევასრულეთ“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე შრომითი პირობების რეგულაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „რაც შეეხა შრომითი პირობების რეგულაციის ნაწილს, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ აღმოჩნდა შრომითი კანონმდებლობა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კომპონენტად, რაც საკმაოდ გასაკვირი იყო. ძირითადი საუბარი იყო შრომის პირობების მონიტორინგზე და ეს ჩვენ შევასრულეთ. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით იმ ნაწილს, რომ შრომითი პირობების მონიტორინგი არის აუცილებელი შემადგენელი სახელმწიფო ფუნქციონირებისათვის და ის უნდა შესრულდეს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც საუბარია მაღალი რისკის შემცველ სამუშაოებზე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე განცხადებით, შრომითი უფლებების რეგულირებას როგორც საკანონმდებლო, ასევე ეკონომიკური კუთხით უფრო მეტი მომზადება ესაჭიროება. „ლოგიკური იქნება, რომ ის დრო, რასაც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოების რეჟიმი გვაძლევს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)