|
2016-11-25 15:52:24, 895 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ოლღა ადუაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. ქალაქ მცხეთის შესასვლელთან I ქვეითი ბრიგადის „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა. ავტომანქანა მცხეთიდან თბილისში, „გიგანტის“ დასახლებაში მდებარე უზრუნველყოფის ბატალიონის მიმართულებით გადაადგილდებოდა. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ოლღა ადუაშვილი. ხოლო ამავე ქვედანაყოფის ორი სამხედრო დაშავდა. დაშავებული სამხედროები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს მცხეთის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემდეგი მკურნალობის კურსის ჩატარების მიზნით გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე საათში გადაიყვანენ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური“, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს.
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)