|
2016-11-24 11:48:38, 4863 ნახვა
კულტურა
თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება
სასტუმროში ''Rooms Hotel Tbilisi'' (დარბაზი - Master Room), დღეს 13:00 საათზე თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართება. ფესტივალი 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს პოლიტიკას ეძღვნება. პოლიტიკური კინოსადმი მიძღვნილი სექცია “Bios Politikos”(პოლიტიკური ცხოვრება) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 10 დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმს აერთიანებს. თითოეული მათგანი არსებულ გლობალურ და ლოკალურ დაძაბულობებს, პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობას, პოლიტიკის მომიჯნავე სფეროებთან ურთიერთობის სირთულეებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება. 28 ნოემბერს 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი ცნობილი გერმანელი რეჟისორის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმის „როზა ლუქსემბურგის“ ჩვენებით გაიხსნება. თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელიკინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესორეჟისურა ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან. საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარე საფრანგეთში მცხოვრები კანადელი მსახიობი და ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ალექსანდრა სტიუარტია. ჟიურის წევრები იქნებიან ასევე - გერმანელი პროდიუსერი პეტერ რომელი, იტალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მწერალი დავიდე ფერარიო, შვედი კინოკრიტიკოსი ევა აფ გეიერსტამი და ქართველი კინოპროდიუსერი გია ბაზღაძე. წელს მეოთხედ გაიმართება ეროვნული კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება და მასში წინა წლებისგან განსხვავებით, სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად, გამარჯვებულები 3ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესოდოკუმენტური ფილმი. ჟიურის წევრები კი გერმანელი კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ და ერიკა გრეგორები და საფრანგეთში მცხოვრები ამერიკელი კინოკრიტიკოსები ლისა ნესელსონი და გლენ მირენი იქნებიან. თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალს 3 დეკემბერს 19:00 საათზე ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ბოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წამიყვანე სახლში“ დახურავს. ფესტივალის გენერალური სპონსორია აჭარანეტი. ქართულ პანორამას წარმოადგენს „პაშა ბანკი“. პოლიტიკის სექციის მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. ფესტივალის ოფიციალური მასპინძლია სასტუმრო „რუმს თბილისი“. (NS)
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)