12:22 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 14:12:29, 2157 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში გიულენთან კავშირის გამო, საჯარო სამსახურიდან 15 ათასამდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

თურქეთის ხელისუფლებამ მუსლიმ მქადაგებელთან ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, საჯარო სამსახურიდან 15 ათასამდე თანამშრომელი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, სამსახურებიდან გათავისუფლებულ მოქალაქეებს შორის არის 2 ათასი სამხედრო, თითქმის 8 ათასი სამართალდამცველი, ჟანდარმერიის 403 თანამშრომელი და 5 ათასზე მეტი მაღალჩინოსანი.

მედიის ცნობით, ბოლო მონაცემებით ტურქეთში ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირისა და სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით სამსახურიდან 110 ათასზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული.

გარდა ამისა, ხელისუფლების განკარგულებით 375 ინსტიტუტი, 18 საქველმოქმედო ოგრანიზაცია და 9 მედია საშუალება დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ ამბოხი თურქეთში მიმდინარე წლის 15 ივლისს მოხდა. შეტაკებების შედეგად 230-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 100 ათასზე მეტი მოქალაქე მძიმედ დაშავდა.

თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობას მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს აკისრებს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და მის ექსტრადიციას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
კალაძე: თბილისში დიუშენის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სვიატოშინის რაიონში საწყობი დაიწვა, დაშავდა ერთი ადამიანი
Ad Black Sea 2026-ზე საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთო ჯამში 11 ჯილდო მოიპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics