|
2016-11-23 13:13:05, 826 ნახვა
სამხედრო
მარგველაშვილი: მთავარია, შეიარაღებული ძალები ისე მომზადებული იყოს, მტერს საზღვრების შელახვის ინტერესი არ გაუჩნდეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს დაესწრო, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში საზეიმოდ პირველად აღინიშნება. გიორგი მარგველაშვილმა დროშის გადაცემის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების დროშა და შტაბის ხელმძღვანელობა ვლადიმერ ჩაჩიბაიას გადასცა. ,,მთავარია, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე. მთავრია, ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს ისე მომზადებული, რომ მტერს არ გაუჩნდეს ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის ინტერესი'', - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალ უფროსს ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გენერალ - მაიორ ვახტანგ კაპანაძეს სამშობლოს თავდადებული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა. ,,მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. სიმბოლურია, რომ გიორგობას ჩვენ ვატარებთ ქართულ ჯართან ერთად - იქ, იმ ადგილზე, იმ ხალხთან, ვინც ყველაზე მეტად გამოხატავს ჩვენი ერისა და ხალხის სიმბოლოს, სიმბოლოს -სიკეთის ძალით, სამხედრო ღირსებით და რწმენით სიკეთის მიერ ბოროტების დამარცხებისა. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი შეიარაღებული ძალების ინსტიტუციური განვითარების მემკვიდრეობითობის გაღრმევების საქმეში. დღეს მადლობას ვეუბნებით გენერალ კაპანაძეს სამშობლოს სამსახურისათვის და ახალ მისიას და ახალ ვალდებულებას ვაკისრებთ გენერალ ჩაჩიბაიას. ბატონო გენერალო, თქვენ ძალიან რთული მისიის შემსრულებელი ხდებით. თქვენ ხართ საოცარი მხედრული ტრადიციების შთამომავალი და იმ ჯარისკაცების ხელმძღვანელი, ვინც ღირსებით ატარა საქართველოს დროშა, როგორც ავღანეთში, ასევე სხვა მისიებში. თქვენ ხართ ურთულეს რეგიონში ურთულესი ამოცანების წინაშე მდგარი სამხედრო ძალების გენშატბის ხელმძღვანელი. მთავარია, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე. მთავრია, ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს ისე მომზადებული, რომ არცერთ მტერს არ გაუჩნდეს ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის ინტერესი. მე მჯერა, რომ თანამებრძოლებთან ერთად თქვენ, ამ მნიშვენლოვან მისიას წინ წასწევთ და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საქმეში მნიშვნელობანი ფაქტორი იქნებით. გამარჯვებას გისურვებთ ამ თანამდებობაზე! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანში სიტყვით გამოსვლისას. ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს ესწრებოდნენ ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)