|
2016-11-22 18:12:38, 1197 ნახვა
სხვადასხვა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის 25-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. როგორც უწყებიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ,,ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყანაში ვეტერინარული განათლების, როგორც რეგულირებადი პროფესიის მნიშვნელობაზე, ასევე ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა, მიხეილ სოხაძემ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადების - ნოდულარული დერმატიტის (Lumpy Skin Disease) საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის დასაცავად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და ვეტერინარებთან აქტიური თანამშრომლობა. ქვეყანაში ვეტერინარის პროფესიის პოპულარიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, რაც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლაბორატორიის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარატამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები. საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა აყალიბებს ხედვას, ამოცანებს, მიზნებსა და სპეციფიურ პრიორიტეტებს, რათა გაუმჯობესდეს ცხოველთა ჯანმრთელობა და განვითარდეს ვეტერინარული სექტორი. ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის სამუშაო შეხვედრები პერიოდულად, სამ თვეში ერთხელ იმართება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)