|
2016-11-22 17:27:06, 1150 ნახვა
სხვადასხვა
ჯიღაურას კოლექციას ხეხილის სხვადასხვა ჯიშის ნერგები შეემატება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს სამუშაო ვიზიტით ესპანური სანერგე კომპანიის „La Encina“ მფლობელი ხუარეს ფერერა ესტუმრა. ესპანელ სტუმარს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მეხილეობისა და მემცენარეობის მიმართულებებით ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოების, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელება განიხილეს და თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სანერგე კომპანიის „La Encina“ მფლობელმა, ხუარეს ფერერამ სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იქ მიმდინარე კვლევებს. როგორც ხუარეს ფერერამ განაცხადა, ესპანური კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს უსასყიდლოდ გადასცემს ხეხილისა და ციტრუსოვანი კულტურების ნერგების კოლექციას, რომელთა უმეტესობაც საქართველოსთვის ახალ ჯიშებს წარმოადგენს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, ახალი ჯიშის ნერგები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სადემონსტრაციო ნაკვეთებზე (ჯიღაურა, ანასეული და სხვ) გაშენდება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)