19:25 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 15:38:55, 1817 ნახვა

სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა გაიხსნა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) N2 სექტორ „იორის“ ახალი შენობა გაიხსნა.

ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. იგი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 40 კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება და მესაზღვრეებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის უკეთესად შესრულებაში შეუწყობს ხელს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, ასევე, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ახალ სასაზღვრო სექტორს ააშენებს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს“, - აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
უნგრეთი აშშ-ს თხოვს არ დასაჯოს „ჯოჯოხეთური სანქციებით“ ლინდსი გრეჰემის აქტის შესაბამისად
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics