11:28 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 12:21:25, 2031 ნახვა

მსოფლიო
ათენის პოლიციამ ბარაკ ობამას საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაშალა

ათენის ცენტრში პოლიციამ აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბარაკ ობამას წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ათენში ბარაკ ობამას ვიზიტის გასაპროტესტებლად აქციაში 3 000-მდე მოქალაქე მონაწილეობდა.

მედიის ინფორმაციით, ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეების ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა. ახალგაზრდებს ხელში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ხელკეტები ეჭირათ.

BBC-ის ცნობით, შეტაკების შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდაპირველად დემონსტრანტები აშშ-ის საელჩომდე საპროტესტო მსვლელობის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ქალაქის ცენტრში აქცია აკრძალა.

ცნობისთვის, დემონსტრაცია პარტია “ნაციონალური ერთიანობის” მიერ იყო ორგანიზებული. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ინტერვენციამ სისხლისღვრა და მიგრაციული კრიზისი გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ევროპაში ფინალურ ტურნეს მართავს. ობამამ მოლაპარაკებები საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან და პრეზიდენტ პროკოპის პავლოპულოსთან გამართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics