|
2016-11-15 16:50:11, 1363 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: პედაგოგების ჩაჭრა, როგორც მოვლენა დამთავრდა
„პედაგოგის გამოცდა ბრუნდება, რომელიც ერთ დროს იყო და მერე გაუქმდა. ოღონდ, ამ გამოცდას ბარიერი არ ექნება“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოცდაზე პედაგოგიური უნარებისა და საგნობრივი უნარების გარდა, იქნება კომპონენტი, რომელიც მშობლებთან მუშაობას შეეხება. „სიტყვა ”გამოცდა” არც ერთს არ ერქმევა, ეს ჩემთვის ძალიან პრინციპულია, რადგან 30 წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგის გამოცდა არაადეკვატური მგონია. ამას ერქმევა ”კვალიფიკაციის დადასტურება”, ”კვალიფიკაციის ამაღლება”, რაც გნებავთ, ოღონდ, გამოცდა და ბარიერი, არავითარ შემთხვევაში. პედაგოგიური უნარებისა და საგნობრივი უნარების გარდა, აუცილებლად იქნება კომპონენტი, რომელიც შეეხება მშობლებთან მუშაობას და ეს ძალიან მნიშნელოვანი სიახლე იქნება. მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ მშობლებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მეტად მუშაობას, მეტი დროის ხარჯვას, ამაში კრედიტებს მიიღებენ. ასევე გვექნება კომპონენტი, რომელიც უკავშირდება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს. მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ ამ ბავშვებთან მეტი საათის გატარებას, ამაში კრედიტებს მიიღებენ. ასევე აკადემიური ხარისხი კრედიტების წყარო იქნება“,-აღნიშნა ჯეჯელავამ. კითხვაზე თუ როდის იქნება პედაგოგიური უნარების გამოცდები, განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს. „მინდა გითხრათ, რომ ზამთარში საგნობრივი გამოცდა არ ჩატარდება. მოგეხსენებათ, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ყოველი გამოცდა, ბარიერიანი, მისი გაშუქება ჩაჭრილი მასწავლებელების კუთხით კიდევ ერთი დარტყმა იყო მასწავლებლების პრესტიჟზე. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცუდი რაღაც. ახალ რეალობაში, ანუ რამდენ ქულასაც მიიღებსპედაგოგი, იმ დონის შესაბამის კრედიტს მიიღებს. ჩაჭრა როგორც მოვლენა დამთავრდა“,-განაცხადა ჯეჯელავამ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)