|
2016-11-15 13:35:36, 1448 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულების ორი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა. სამინისტრო მსჯავრდებულ თ.რ-ს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ყოფილი თანამშრომლების მხრიდან, რეგრესის წესით, იმ თანხის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც სახელმწიფომ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, წამების მსხვერპლ თ.რ.-ს კომპენსაციის სახით გადაუხადა. „2012 წლამდე სასჯელაღსრულების სისტემაში დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ცემა-წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დაზარალებულად ცნობილი მსჯავრდებულის თ.რ.-ს მიმართ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა. მორიგების თანხამ 20 000 ლარი შეადგინა და შესაბამისად, თ.რ-მ კომპენსაციის სახით 20 000 ლარი მიიღო. თ.რ.-ს შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენით და საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ წლების წინ, პენიტენციურ დაწესებულებაში ის არაერთხელ გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების მიმართ. განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შედეგად, თ.რ.-ს დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც სასამართლოს მიერ მას სასჯელის მოხდა გადაუვადდა. რეგრესის წესით, იმ ყოფილ თანამშრომელთა მიმართ სარჩელით თანხის მოთხოვნა, ვის მიერაც მსჯავრდებულის ცემა-წამება განხორციელდა, ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია. 2012 წლის ოქტომბრამდე პენიტენციურ დაწესებულებაში ცემა-წამება-არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმოებაში ამჟამად არაერთი საქმეა. იმ შემთხვევაში, თუ უწყებას კვლავ დაეკისრება კომპენსაციის გადახდა იმ პირების მიმართ, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომელთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარნენ, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თანხის რეგრესის წესით ანაზღაურების მოთხოვნის პრაქტიკას მომავალშიც გამოიყენებს“, - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)