|
2016-11-15 13:34:38, 1009 ნახვა
რეგიონი
აჭარაში, კვების ობიექტებში, „იდუმალმა სტუმარმა“ მომსახურების ხარისხის კვლევა დაასრულა
აჭარის განთავსებისა და კვების ობიექტებში მომსახურების ხარისხის კვლევა „იდუმალმა სტუმარმა“ დაასრულა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში კვლევის შედეგების ანალიზი მიმდინარეობს. რეგიონში მოქმედი ტურისტულ ობიექტებისა და დაინტერესებული პირებისთვის სერვისის ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ნოემბრის ბოლომდე იგეგმება. მიმდინარე წელს, „იდუმალი სტუმრი“-ს მეთოდით სერვისის ხარისხი 150 რესტორანსა და სასტუმროში დადგინდა. კვლევის შედეგად 90 სასტუმროს პერსონალი შემოწმდა თუ როგორი ემსახურებიან მომხმარებლებს ნომრის ბრონირებისას, როგორ ღებულობენ სტუმრებს სასტუმროს მიმღებში, როგორ უმკლავდებიან კონფლიქტურ სიტუაციებს, რამდენად ხარისხიანად ემსახურებიან, როგორი აქვთ მარკეტინგი, ასევე როგორია სასტუმროს ვიზუალური მხარე, რამდენად სუფრთა და აღჭურვილია ნომერი. აჭარაში არსებულ 60 კვების ობიექტში კი მომსახურების ხარისხი შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრა: რესტორნის ატმოსფერო და ჰიგიენა, პერსონალის მომსახურების კულტურა, კერძების ხარისხი, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, დაჯავშნის სისტემა და მარკეტინგი. „იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგია მომსახურების სფეროში ხარისხის შეფასების ყველაზე ზუსტ ბარომეტრად ითვლება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნულ მეთოდს რეგიონში მომსახურების ხარისხის დონის დასადგენად და გასაუმჯობესებლად 2014 წლიდან იყენებს. 2014 წელს პროექტის ფარგლებში ტურისტული სააგენტოები, 2015 წელს კი სააგენტოებთან ერთად განთავსებისა და კვების ობიექტები შემოწმდა. „წინა წლის, იდუმალი სტუმრის შედეგების განაალიზება ჩვენ დაგვეხმარა გაგვეგო თუ რა ტიპის პრობლემები იყო მომსახურების სფეროში. შედეგად, დეპარტამენტში მიმდინარე წელს, განვახორციელეთ სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრის პროექტი. ყოველკვირეული შეხვედრებისას, სასტუმროებისა და რესტორნების პერსონალს ვუტარებდით რამდენიმე საათიან ტრენინგებს მომსახურების სტანდარტების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა „იდუმალი სტუმრის“ კვლევისას გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრას. თუ როგორი შედეგი მივიღეთ და რამდენად შეიცვალა მომსახურების ხარისხი წინა წლებისგან განსხვავებით მალე გახდება ცნობილი“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. იდუმალი სტუმრის შედეგებსა და რეკომედენდაციებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვლევაში მონაწილე ტურისტულ ობიექტებს ინდივიდუალურად მიაწვდის.
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)