|
2016-11-10 16:49:56, 5357 ნახვა
კულტურა
ახალგაზრდა მხატვარი მარიამ ყანდიაშვილი გამოფენისთვის ემზადება
23 წლის ქართველი მხატვრის მარიამ ყანდიაშვილის გამოფენა „იდენტიფიკაცია“ „ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა“-ში, 11 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება. მარიამ ყანდიაშვილი ნამუშევრების უმეტესობა 2015–2016 წლებში საქართველოსა და ინგლისშია შექმნილი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით შექმნილი ფიგურატიული ფერწერული ნამუშევრები, ლიტერატურის, პოეზიის, მითოლოგიური სიუჟეტებისა და 60–70-იანი წლების მუსიკის ილუსტრაციები, ფრაგმენტები გრაფიკული ნოველებიდან, კოლაჟები. ექსპოზიციის კონცეფცია საკუთარი თავის ძიების პროცესს ეხება. დედამიწის მასშტაბით, შემოქმედადამიანებს შორის არსებული ჯაჭვი და ბრძოლა მარტოობასთან - ეს ის მთავარი თემაა, რომელსაც ახალგაზრდა, თუმცა უკვე ცნობილი მხატვრის ნამუშევრები ეძღვნება. 23 წლის მარიამ ყანდიაშვილს უკვე ჰქონდა ორი პერსონალური გამოფენა თბილისში და ასევე, კოლაბორაციული გამოფენები მსოფლიოს სხვადახვა ქალაქებში : თბილისში, ამსტერდამში, ბუდაპეშტსა და ფლორენციაში. იგი, ასევე, არტ–წიგნის „A Place for us” - ავტორია. მისამართი: აღმაშენებლის #136-ში მდებარე „ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა“.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)