|
2016-11-09 19:11:14, 1200 ნახვა
სხვადასხვა
ამერიკის რამდენიმე შტატში მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირეს
ამერიკის რამდენიმე შტატში მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, რამდენიმე შტატის მოსახლეობამ პრეზიდენტთან და სენატთან ერთად მარიხუანის ლეგალიზების საკითხზე იმსჯელა. როგორც BBC წერს, მაინში გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, მაშინ როდესაც არიზონაში კანონის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს. მედიის ინფორმაციით, ფლორიდამ და ჩრდილოეთ დაკოტამ, სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციას დაუჭირა მხარი. ლეგალიზაციის კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მასაჩუსეტსის მკვიდრებს შეეძლებათ თან 28 გრამი მარიხუანა ატარონ, ხოლო სახლში 300 გრამამდე შეინახონ. ლეგალიზაციის ფარგლებში კალიფორნიელებს 28 გრამის მარიხუანის თან ტარება, ხოლო სახლში 6 ძირი მცენარის მოყვანა შეეძლებათ. ამასთან, მედიის ცნობით, თან ტარების შემთხვევაში ნევადაშიც იგივე წესი მოქმედებს, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებიც მარიხუანის მაღაზიიდან 50 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობენ, სახლში 6 ძირის მოყვანის უფლება ექნებათ. ფლორიდამ და ჩრდილოეთ დაკოტამ, სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზაციას დაუჭირა მხარი. ცნობისთვის, მარიხუანის ლეგალიზაცია ძალაში 2016 წლის 15 დეკემბერს შევა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)