|
2016-11-09 16:56:25, 4711 ნახვა
კულტურა
Check in „Georgia” ფარგლებში, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება
მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის Check in „Georgia” ფარგლებში 10-13 ნოემბერს, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს. 10 ნოემბერს, თბილისის ჯაზ-ფესტივალს ლეგენდარული ბრიტანელი ჯაზ შემსრულებელი ჯეიმი კალუმი გახსნის. მორიგ საკონცერტო დღეს, ქართველი მელომანების წინაშე ვარსკვლავურ ტრიოსთან ერთად გრემის მფლობელი მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი წარდგება. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის 4 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეა ასევე, ცნობილი ჰოლანდილი საქსოფონისტი ქენდი დალფერი, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. 13 ნოემბერს კი, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალს მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტის გრეგორი პორტერის კონცერტი დახურავს. ფესტივალის პროგრამა: 10 ნოემბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - JAMIE CULLUM, 11 ნოემბერი 20:00 სთ - თბილისის ივენთ ჰოლი -NICHOLAS PAYTON TRIO, 12 ნოემბერი- 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - CANDY DULFER & BAND, 13 ნოემბერი - 20:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - GREGORY PORTER (NS)
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)