|
2016-11-07 12:46:01, 1396 ნახვა
კომენტარი სამხედრო
ლევან იზორია: საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის წვევამდელების სისტემა აუცილებელია
„ეს თემა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე და დეტალურად შევისწავლე. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად მივიღე გადაწყვეტილება და სამინისტრო კვალავ დაიწყებს წვევამდელების მიღებას“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. იზორიას თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიალოგში ინტენსიურად იყვნენ ჩართულები როგორც საქართველოს პარტნიორები, ასევე ქართველი ოფიცრები. „ამ დიალოგში ინტენსიურად ჩართულები იყვნენ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი ოფიცრებიც და ამ ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად, მათ შორის ხაზგასმით მინდა ვთქვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შედეგად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ წვევადელების სისტემა, რომელიც იყო შეჩერებული თავდაცვის უწყებაში, დაზუსტებისთვის მინდა ვთქვა, რომ არ იყო გაუქმებული, თავდაცვის სამინისტრო კვლავ დაიწყებს წვევამდელების მიღებას. რატომ? პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი გახლავთ ის, რომ ყველა ისეთმა პატარა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, თავის დროზე შეაჩერეს წვევავმდელების სისტემა, თუმცა კვლავ აღადგინეს. ქვყენები სადაც ეს სისტემა იყო გაუქმებული, მიდის აქტიური დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სისტემა იქნას შემოღებული და რატომ? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნულ თავდაცვაზე, ტოტალურ თავდაცვაზე, ერთ-ერთი მნიშნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ ჯარის საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი. ამის საზომი გახლავთ თუ რამდენად არის ის დაკომპლექტებული. შესაბამისად საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისთვის წვევამდელების სისტემა აუცილებელია“,-განაცხადა იზორიამ და მანვე დასძინა, რომ წვევამდელთა სისტემა გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე საკონტრაქტო. მანვე განმარტა, რომ წვევამდელი მიიღებს მნიშვნელოვან საბაზისო მომზადებას, როგორსაც საკონტრაქტო მოსამსახურე. „ჩვენ არ გვინდა ძველ სისტემას დავუბრუნდეთ, ჩვენ გარკვეული ნოვაციებით წარვსდექით საზოგადოების წინაშე. მნიშვნელოვანი ნოვაცია გახლავთ ის, რომ წვევამდელი მიიღებს ისეთივე საბაზისო მომზადებას, როგორსაც საკონტრაქტო მოსამსახურე. მას ექნება განცდა, რომ ის არის სრულფასოვანი ჯარისკაცი და მისი ინდივიდულაური მომზადების დონე მოგვცემს სწორედ ზოგადად ჩვენი საბრძოლო დანაყოფების, საბრძოლო მომზადების დონის კარგ ხარისხს. მათ ასევე ჩვენ ვთავაზობთ უქმე დღეებს, დღეს მხოლოდ ორჯერ ისვენებენ წელიწადში, ბუნებრივი ჩვენ რამდენჯერმე გავზრდით სახელფასო უზრუნველყოფას. ეს მათ მეტ მოტივაციას მისცემს და კვალავ დამატებითი საფუძველი რაც არის მათ ავტომატურად სურვილის შემთხვევაში საკონტრაქტო მოსამსახურის რანგში გააგრძელონ სამსახური“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)