|
2016-11-07 11:48:33, 1205 ნახვა
კომენტარი
გიორგაძე: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სამონასტრო ცხოვრებასთან დაკავშირებით, ახალ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ
ვფიქრობ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და სამონასტრო ცხოვრებასთან დაკავშირებით, ახალ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გიორგაძემ აღნიშნა, ის რაც ვარძიაში მოხდა, ძალიან სამწუხაროა. „რა შედეგით დასრულდება კონსერვაციის პროცესი, პირველადი გაწმენდითი სამუშაოები, ამას გვიჩვენებს ახლო მომავალი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც პირველი შეფასებით ითქვა, პრაქტიკულად აღდგენადია ფრესკები და შემდეგ დაიწყება უკვე საკონსერვაციო სამუშაოები, სადაც როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ძალიან მაღალი დონის კვალიფიკაციის სპეციალისტები იქნებიან ჩართულები”, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საპატრიარქოს ერთობლივი საბჭო აქვს შექმნილი, რომელიც სხვადასხვა ფაქტებზე მსჯელობს. „ერთობლივი საბჭო მსჯელობს, როგორც იმ ფაქტებზე, რომელიც მედიით გავრცელდა სხვადასხვა გადაცდომებთან დაკავშირებით, სხვადასხვა კულტურულ ძეგლებზე თვითნებური ჩარევის ფაქტებზე და ერთ-ერთი გახლდათ უკვე გამოსწორებული. ეს მუდმივი თანამშრომლობის პროცესია. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო დიდი აქცენტი გაკეთდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით, სამონასტრო ცხოვრების, იგივე სანთლების ნაწილში. ვფიქრობ, ახალ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. მაქსიმალურად ისეთი სანთლები გამოვიყენოთ, ან ისეთ ადგილას, სადაც მინიმუმამდე იქნება შანსი კედლის მხატვრობის, ფრესკების დაზიანების. ასე რომ, ეს მუშაობა ძალიან აქტიური მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია”, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)