|
2016-11-05 11:10:41, 920 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია და გერმანიის შეიარაღებული ძალების უფროსი ავღანეთში ერთობლივ სწავლებას დაესწრნენ
საქართველოს თვდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი, გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, გენერალ ვოლკერ ვიკერთან ერთად ავღანეთში გერმანულ ბაზა "მარმალზე" ერთობლივ სამხედრო სწავლებას დაესწრნენ. საჩვენებელი სწავლება სპეციალურად ქართველი სტუმრებისთვის მოეწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება, რომელიც ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით პირველად განხორციელდა, ბაზა "მარმალის" საწვრთნელ პოლიგონზე გაიმართა და მასში ქართველი, გერმანელი და ლიტველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სწავლებაში ჩართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალები და გერმანული ჯავშანტექნიკა. საჩვენებელი წვრთნის ფარგლებში ქართველმა სამხედროებმა სწრაფი რეაგირების და უცხოელ პარტნიორებთნ ერთად კოორდინირებულად მოქმედების დემონსტრირება მოახდინეს. სწავლების მიმდინარეობას "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ჰარტმუნტ რენკი აკვირდებოდა. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წვრთნაში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს პირადად გაესაუბრა და სწავლების მაღლ დონეზე ჩატარება მიულოცა. „მათი ინიციატივა იყო, მსგავსი წვრთნების ჩატარება. გერმანელი გენერლები არ მალავენ თავიანთ აღფრთოვანებას, რომ ასეთი კომბინირებული, თითოეული ერის ჩართულობით მოხდა წვრთნების ეფექტიანად ჩატარება. ჩვენმა ჯარისკაცებმა გამოავლინეს, ძალიან მაღალი დონე თავიანთ პარტნიორებთან ერთად და გენერლის მიერ, გენშტაბის ხელმძღვანელის გერმანიიდან, ჩვენ დავიმსახურეთ ძალიან დიდი მოწონება, ამ წვრთნების ინიცირებისთვის და მაღალპროფესიონალურად ჩატარებისთვის. მე პირადად ვარ ამაყი, როდესაც ამას ვხედავ და ამ დაფასების სიტყვებს ვისმენ“, - განაცხადა ლევან იზორიამ. ქართველ სამხედროებს სიტყვით გერმანიის შეიარაღებეული ძალების მეთაურმა გენერალმა ვოლკერ ვიკერმაც მიმართა და ქართველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)