00:54 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 12:21:55, 4124 ნახვა

კულტურა
პირველად საქართველოში, „ვეფხისტყაოსანი" გრაფიკული რომანის სახით გამოიცა

თიბისი გალერეაში პაპუნა დავითაიას  წიგნის -„ვეფხისტყაოსანი - გრაფიკული რომანი" პრეზენტაცია გაიმართა.

„თიბისი ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, „ვეფხისტყაოსანი - გრაფიკული რომანი"  პირველი ქართული გრაფიკული რომანია, რომელიც წიგნის სიუჟეტს 1500-მდე ილუსტრაციით და მინიმალისტური, თანამედროვე ტექსტით გვიყვება.

მათივე ცნობით, „ვეფხისტყაოსანი"  პაპუნა დავითაიას და გამომცემლობა „არტანუჯის" პირველი ერთობლივი პროექტია, რომლის შემდეგ სხვა ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებების გრაფიკული ვერსიების შექმნაც იგეგმება.

დავითაიას თქმით, გრაფიკული რომანი ძალიან სახალისო და საჭირო ჟანრია.

„საქართველოში გრაფიკული რომანი არ არის ფართოდ გავრცელებული და პოპულარული, თუმცა სადაო არ არის, რომ ბავშვებისთვის, შინაარსზე მეტი კონცენტრაციისა და უკეთ აღქმისათვის, გრაფიკული რომანი ძალიან სახალისო და საჭირო ჟანრია. ვფიქრობ, ამ ფორმით ჩვენი ბავშვები „ვეფხისტყაოსნის" უკეთ გაგებას შეძლებენ და შემდეგ უკვე პოეზიასთან ზიარებით გაიღრმავებენ მის სიყვარულს,"-აღნიშნა  პაპუნა დავითაიამ.

ცნობისთვის, სცენარის ავტორი და პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი, კინომეწარმე და მხატვარი პაპუნა დავითაია რამდენიმე ანიმაცური და მხატვრული ფილმის რეჟისორი და პროდუსერია. დამთავრებული აქვს თბილისის კინოსტუდიის ანიმაციის სკოლა და ნიურნბერგის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.

უკანასკნელი სამის წლის განმავლობაში ლოს ანჯელესში შეისწავლა გრაფიკული რომანის შექმნის ხელოვნება.

გრაფიკული რომანი ამერიკაში 1930-იან წლებში წარმოიშვა, როგორც „კომიქსის" ერთ-ერთი მიმართულება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი იაპონური ვერსია „მანგა" იაპონიაში 1950-იანი წლებიდან იწარმოება, ხოლო ევროპამ გრაფიკული რომანების წარმოება უფრო მოგვიანებით,  1970-იან წლებში დაიწყო.

წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, თიბისი გალერეაში პაპუნა დავითაიას მიერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თემაზე შექმნილი  ფერწერული ტილოებიც გამოიფინა.

(R) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics