05:41 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 22:55:33, 1428 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბოკერია: თუ მარნეულში არჩევნების შედეგები არ გაუქმდება, დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას მივმართავთ

თუ მარნეულის #86-ე უბანზე არჩევნების შედეგები არ გაუქმდება და თუ არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ჩვენ მივმართავთ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა,  პარტიის ამოცანაა მომავალში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

„ეს არის ჩვენი პოზიცია თავიდანვე და არა ის უბინძურესი კამპანია, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესში იყო გადატრიალება ან არეულობა. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ამომრჩევლის დაშინებას და იმ შთაბეჭდილების შექმნას, რომ ძალიან ცუდად არის ყველაფერი ქვეყანაში, მაგრამ არეულობა მაინც არ უნდა გინდოდეთ, ხალხო. ამ ბინძურ მეთოდს მიმართა ივანიშვილმა. ჩვენი ამოცანა არის მომავალში კვლავ გვქონდეს ის ვითარება, რომ იმ ტიპის ქმედებებითაც ვერ შეძლებენ არჩევნების გაყალბებას, როგორც დღეს მოხდა და ამ ამოცანას აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელში ჩაუვარდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, სავარაუდოდ ბაირამოვი ზაზა ყვება, თუ როგორ ჩაყარეს 400 ბიულეტენი.

„ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველანი უნდა აღვუდგეთ წინ. ეს 8 ოქტომბერს ვერ მოახერხდა, რადგან ძალიან დიდი იყო მასშტაბი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და ამას ვიზავთ, რომ იმდენი აქტიური მოქალაქე იყოს ქვეყანაში, რომ შეუძლებელო გახდეს ამ სამარცხვინო მოქმედებებითაც არჩევნების გაყალბება. რაც შეეხება საერთო შედეგებს, ეს ვიდეო არის მძიმე განაჩენი ამ არჩევნებისთვის, რომელიც არ იყო თავისუფალი“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics