|
2016-10-26 18:46:53, 969 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით რომან შენგელიას შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინეს
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტის აღკვეთის დროს გარდაცვლილის მამას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და უწყების სხვა თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა რომან შენგელიას მომხდარის დეტალები გააცნეს და კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირები 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე შეიჭრნენ. სამი უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტრომ გუშინ მზადყოფნა გამოთქვა, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში ოჯახისთვის მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა, ასევე დაეთვალიერებინა შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავების მოქმედების არეალი და ყველა კითხვაზე ადგილზე გაეცა პასუხი. თავდაცვის სამინისტრო წინააღმდეგი არ არის, დაინტერესების შემთხვევაში, საქმეში ჩაერთონ დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)