07:58 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 16:57:45, 2258 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს

გერმანიის რამდენიმე ქალაქში ინტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იუწყება, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ჩეჩნების ჯგუფი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილები.

გამოცემის ინფორმაციით, 2015 წლიდან პოლიცია რუსეთის მოქალაქეს, 28 წლის ეთნიკურ ჩეჩენს აკვირდებოდა, რომელიც, გამოძიების თანახმად, სირიაში გამგზავრებას და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებას გეგმავდა.

გამოძიების დროს პოლიციელებმა დაადგინეს, რომ 10 ჩეჩენი მამაკაცი და 3 ქალი, სავარაუდოდ, ტერორისტებს ფინანსურ დახმარებას უწევდნენ.

Deutsche Welle-ს ცნობით, ეს პირები "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებას გეგმავდნენ.

ამასთან, როგორც სამართალდამცველებისთვის არის ცნობილი, გერმანიაში რაიმე ტერორისტული აქტის მცდელობა არ იგეგმება.

ცნობისთვის, გერმანიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მას შემდეგ რაც ივლისში 2 თავდასხმა განხორციელდა, რომლებზეც პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics