14:36 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 17:25:02, 1417 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკარგული ილია თაყაძე ცხინვალში იმყოფება

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკარგული ილია თაყაძე ცხინვალში იმყოფება.

ჯანელიძეს თქმით, ოჯახი უკვე ინფორმირებულია და მის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს.

”პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, გატაცებების სერია გრძელდება. ჩვენ შესაბამისი ფორმატები ავამუშავეთ, ამოქმედდა ცხელი ხაზი. უკვე დადგენილია რომ ის იმყოფება ცხინვალში. ოჯახი უკვე ინფორმირებულია და მიმდინარეობს მუშაობა რომ მოხდეს მისი გათავისუფლება," - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, ილია თაყაძე დღეს დააკავეს.

თაყაძის აყვანა იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
კობახიძემ სენატორი ჯო უილსონს კორუფციაში და დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics