|
2016-10-24 10:47:57, 977 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ტურისტების რაოდენობა 11,34%-ით გაიზარდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენმა 2016 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა და 9 თვის ანგარიში წარმოადგინა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს აჭარაში უცხოელი ტურისტების ზრდის ტენდენციასა და სამიზნე ქვეყნების ბაზრების დივერსიფიკაციაზე ესაუბრა. მათივე ინფორმაციით, ის ასევე შეეხო რეგიონის მიმართულებით გაზრდილი ფრენების რაოდენობასა და მზარდ სასტუმრო ინფრასტრუქტურას. თავმჯდომარემ ყურადღება დეპარტამენტის მიერ რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით ჩატარებულ პიარკამპანიებსა და სერვისის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელმაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 9 თვის მონაცემებსა და ტურისტების მიერ ქვეყანაში დახარჯულ თანხებზე ისაუბრა. პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ რეგიონში მოქმედი ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლები. როგორც ჟურნალისტებთამ საუბარში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა აღნიშნა, აჭარას 8 თვის განმავლობაში 227, 342 უცხოელი ტურისტი სტუმრობდა, რაც 11, 34%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „ტურისტების რაოდენობა ჩვენ ვარაუდობთ, რომ გაცილებით მეტია, რადგან ეს ციფრი მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებული სასტუმროების მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა წლის ბოლოს ჩვენ ასევე გვეცოდინება თუ რამდენი ტურისტი დარჩა არარეგისტრირებულ სექტორშიც. რაც შეეხება საზღვრის კვეთის მონაცემებს, აჭარას 9 თვის განმავლობაში 1 132 250 საერთაშორისო მოგზაური სტურმობდა. აქედან მხოლოდ საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 114 169 შეადგენს, რაც 76,55%-იან მატებას გულისხმობს მიმდინარე წელი გამორჩეული იყო რეგიონში საერთაშორისო ფრენების უპრეცედენტო რაოდენობითაც. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ივლისის თვეში 300-ზე მეტი ავიარეისი 22 მიმართულებით შესრულდა. დეპარტამენტმა პიარ და მარკეტინგული აქტივობები რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით 10 სამიზნე ქვეყანაში აწარმოა, ონლაინ რეკლამებს, გარე რეკლამებს, რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას, პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას, აჭარის დღეების გამართვასა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას ითვალისწინებდა. ასევე, სამიზნე ქვეყნებში ფლეშმობების, კონკურსების, პრესს ლანჩების, პრესკონფერენციების, პრომო აქციების, გასტრო ტურებისა და კულინარიული მასტერკლასების ჩატარებას,“ -დასძინა მამუკა ბერძენიშვილმა. (NS)
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)