|
2016-10-22 14:29:45, 1070 ნახვა
საზოგადოება სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო: მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა დასტაბილურდა
კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 28 სამხედრო მოსამსახურე გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაშავებულ სამხედროებთან თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი იმყოფება. მისი განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად კონტროლირებადია და ექვემდებარება მკურნალობას. რადენიმე სამხედრო მოსამსახურე მალე დატოვებს ჰოსპიტალს და დაუბრუნდება სამხედრო ნაწილს. ინგოროყვას კლინიკაში რჩება 4 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც შედარებით მძიმე მდგომარეობაში დედოფლისწყაროდან გადმოიყვანეს. ექიმების განცხადებით, დღეის მდგომარეობით, დინამიკა დადებითია. მათგან მხოლოდ ერთი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, თუმცა როგორც ექიმები აცხადებენ, მისი მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუმჯობესებულია. რაც შეეხება “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მოთავსებულ 4 სამხედრო მოსამსახურეს, ერთს კლინიკიდან დღეს გაწერენ, სამი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. მათგან ერთს წუხელ ქირურგიული ოპერაცია ჩაურადა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში კიდევ ერთი დაშავებულის ოპერაცია მიმდინარეობს. მესამე დაშავებული რჩება დაკვირვების რეჟიში. ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოხდა. შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილობრივმა ექიმებმა აღმოუჩინეს. დედოფლისწყაროში დაუყონებლივ გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ლევან იზორიამ დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მიიღო. ლევან იზორია, წუხელ დავით სერგეენკოსთან ერთად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა და დაშვებულები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოინახულა. მინისტრი სამხედრო მოსამსხურეების ოჯახის წევრებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა მწუხარება გამოთქვა, რიგით აკოპ მალხასიანის გარდაცვალების გამო და ოჯახს დახმარება აღუთქვა. აკოპ მალხასიანს სოფელ ნინოწმინდაში ორშაბათს დაკრძალავენ. გარდაცვლილის ოჯახში ამ დროსთვის იმყოფება ლოგისტიკის სარდლობა და ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე გასულია სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი და სამსახურეობრივ შემოწმებას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. (NS)
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)