07:17 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 10:43:36, 1938 ნახვა

მსოფლიო
"ნორმანდიული ოთხეული" მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად "საგზაო რუკას" შეიმუშავებს

"ნორმანდიული ოთხეული" უკრაინის კონფლიქტის დასარეგულირებლად მინსკის შეთანხმებების განხორციელებისთვის "საგზაო რუკის" შემუშავებაზე შეთანხმდა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა ბერლინში გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, "საგზო რუკის" შემუშავება და რატიფიცირება მხარეების მიერ ნოემბრის ბოლომდე იგეგმება.

"ეს "საგზაო რუკა" უნდა შეიცავდეს როგორც მინსკის შეთანხმებების შესრულების თანმიმდევრულობას, ისე მათი შესრულების გარანტიებს", - განაცხადა პოროშენკომ.

პოროშენკოს თქმით, "ნორმანდიულ ფორმატს" ალტერნატივა არ აქვს. ამასთან, პოროშენკო აღნიშნავს, რომ რუსეთმა დონბასში ეუთო-ს შეიარაღებული მისიის განთავსებას მხარი დაუჭირა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის მხარეები დონბასის სამ რაიონში ჯარებს გამყოფი ხაზიდან გაიყვანენ, რაზეც აქამდე იყვნენ შეთანხმებულები, და კიდევ ოთხ რაიონთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

~რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვითარების დარეგულირების საფუძველი მინსკის შეთანხმებები უნდა იყოს.

შეგახსენებთ, აგვისტოში ვლადიმერ პუტინმა "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრას აზრს მოკლებული უწოდა. ამ განცხადებას წინ უძღვოდა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ ყირიმში ტერაქტის აღკვეთის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

ბერლინში შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებიდან საოცრებები მოსალოდნელი არ არის.

ცნობისთვის, ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნორმანდიულ ფორმატში ოთხი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics