|
2016-10-20 10:31:12, 918 ნახვა
სამხედრო
51-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა VI მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეულისგან მისია სრულად გადაიბარა და სამშვიდობო მისიის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალს „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლის მოადგილე, ბრიტანელი გენერალ-ლეიტენანტი სენდი სტორი და ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაესწრნენ. "„მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოსა და ნატოს ჰიმნები შესრულდა. ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენლობასთან ერთად ამერიკის არმიის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ. IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეულის სამხედროებს ხელმძღვანელობამ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას 6 თვის მანძილზე შეასრულებენ. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს",-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)