20:32 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 12:40:07, 2473 ნახვა

პოლიტიკა Lifestyle
ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან ინსტრუქციებს იღებს

პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე თვლის, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, - ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.  

მისივე თქმით, დღევანდელი პოლიტიკური რეალობა "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებაა. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა,არჩევნების მეორე ტურზე წავა და საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

"მე არ მჯერა რომ არჩევნების მეორე ტური ტოვებს მნიშვნელოვან შანსს ოცნებამ არ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. არც იმის მჯერა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ (რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა) რამდენიმე ’რამაზ ნიკოლეიშვილი’ პრინციპულობის მაგალითს გვაჩვენებს. მეტიც, მე მჯერა რომ სამწუხარო რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით მნიშვნელოვანწილად სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებაა

ენმ-მ არ შეცვალა არსებული საარჩევნო სისტემა რადგან სჭირდებოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ენმ-მ არ შეამცირა ბიუროკრატია, რადგან სჭირდებოდა ’ადმინიატრაციული რესურსი’ ძალაუფლების შესანარჩუნებლად

ენმ-მ, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ისევე როგორც მერე, გააკეთა ყველაფერი, რომ წარმოდგენილიყო როგორც ’ერთადერთი პროდასავლური ძალა’ პოლიტიკურ ველზე. ივანიშვილმა უბრალოდ გამოიყენა ყოველივე ეს და აქვს დიდი შანსი მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტში.

მე ასევე არ მჯერა რომ ოცნება/ივანიშვილი აპირებს საქართველო მოწყვიტოს ევროპას და წაიყვანოს ევრაზიის კავშირისკენ. არც იმის მჯერა რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს, მაგრამ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე ყველასთვის და ყველაფრისთვის, მათ შორის ოცნებისთვისაც, მიუხედავად იმისა მოგწონს ოცნება თუ არა.

აქამდე არ გამიკეთებია არანაირი მოწოდება. გირჩის წევრები თუ მხარდამჭერები თავისუფალი ადამიანები არიან და თავად იღებენ გადაწყვეტილებებს.

არც ამ ტექსტით ვაპირებ ვინმეს რამისკენ მოვუწოდო, მაგრამ მინდა ჩემი პოზიცია გავხადო საჯარო.

მე ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში მისვლას და ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ.

მესმის რომ შანსები ძალიან, ძალიან პატარაა, მაგრამ ჩემთვის ეს პრინციპის საკითხია და ვალდებულებაა ჩემი შვილების წინაშე", - წერს ზურა ჯაფარიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics