|
2016-10-11 13:48:51, 1221 ნახვა
რეგიონი
შსს-ს თორღვას ხეობაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავისა და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სამძებრო და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, თელავის რაიონში, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ღრმა ხევში გადავარდნილი ავტომანქანის 4 მგზავრი გადაარჩინეს. უწყების ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-8 კილომეტრზე, ავტომობილი, რომელშიც ისრაელის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტომანქანის მძღოლი და მგზავრები გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდნენ. „შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავისა და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, შეტყობინების მიღებისთანავე, ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ. თორღვას ხეობაში სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველებმა და პოლიციელებმა 80 მეტრის სიღრმიდან 4 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. დაშავებულები სტაციონარში გადაიყვანეს. ხევში ნაპოვნია 2 არასრულწლოვანის ცხედარიც, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილზე დაიღუპნენ. სამაშველო ოპერაციის დროს ერთი მაშველი დაშავდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლით).
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)