06:20 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 18:45:43, 635 ნახვა

პოლიტიკა
ტუღუში: მარნეულში დაძაბულობა „ოცნებასა“ და „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ დაპირისპირებით დაიწყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, მარნეულში დაძაბულობა „ქართული ოცნებასა“ და "პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის" დაპირისპირებით დაიწყო.

„ჩვენ მოვიძიეთ დეტალები,თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. მარნეულში, ყიზილაჯილოს უბანზე, დილიდან დაძაბულობა, გაყალბებისა და კენჭისყრის ჩაშლის მცდელობები იყო. ბიულეტენებიანი ყუთი დამალეს. პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერები ცდილობდნენ , რომ არ გაყალბებულიყო არჩევნები “ -განაცხადა ტუღუშმა.

მისივე განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები დაძაბულობის მიზეზი არ გამხდარან.

„ჩვენი კანდიდატი და მხარდამჭერები ამაში არ მონაწილეობდნენ. ჩვენი კანდიდატები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ ამ უბანზე. ასეთი მცდელობების არაფერს მოუტანს ხელისუფლებას, მათთვის პოზიტიურ შედეგს ვერ გამოიღებს. ვიმედოვნებ , რომ პროცესი ამ უბანზე ნორმალურ ციკლს დაუბრუნდება და არჩევნები მშვიდობიანდ ჩაივლის“, - აცხადებს გიორგი ტუღუში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics