|
2016-10-05 15:49:54, 4721 ნახვა
კულტურა
მუსიკა გულის ფორმის მოწყობილობებში - ქართველი არტისტები საერთაშორისო პროექტს - „Love Song" შეუერთდნენ
ტელეკომპანია „არტარეას" საგამოფენო სივრცე პროექტს "Love Song" მასპინძლობს. გულის ფორმის ხმის ჩამწერი მოწყობილობები, რომელიც არტარეას საგამოფენო სივრცეში განთავსდა, დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსების ნამუშევრებს მოუსმინოს ერთი თემის - სიყვარულის შესახებ. პროექტი ოთხი ბელგიური სახელოვნებო ორგანიზაციის - ChampdAction, M HKA, (ანტვერპენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) deBuren, და Objectif Exhibitions ინიციატივით შეიქმნა და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არტისტების მიერ გულის ფორმის მოწყობილობებში სიმღერის ჩაწერას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, მუსიკოსები მათ მიერ ჩაწერილ სიმღერებს უკან უგზავნიან ორგანიზატორებს, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში ინაცვლებს. "Love Song-ის" პრეზენტაცია პირველად, 2014 წელს შედგა ანტვერპენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (M HKA), სადაც გულის ფორმის მოწყობილობებში 300 არტისტის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს საერთაშორისო პროექტს ქართველი არტისტებიც შეუერთდნენ და სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებთან ერთად დამთვალიერებლებს ნიკა მაჩაიძის, გიორგი ნებიერიძის, მიშო ჯავახიშვილის, მიშა მდინარაძის, TeTe Noise-ის, ზვიად ბოლქვაძის, ნატალია ბერიძის და სხვა მუსიკოსების მოსმენის შესაძლებლობაც აქვთ. "Love Song" „არტარეა გალერეაში" 1 ნოემბრამდე დარჩება. პროექტი ტელეკომპანია "არტარეას" კურატორობით ხორციელდება.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)