22:03 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-15 15:00:30, 1006 ნახვა

სამართალი
ანი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ზუგდიდში მის ოფისს თავს დაესხნენ

ზუგდიდში, ანი ნადარეიშვილის ოფისში ზუგდიდის  საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ნადარეიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს. მისივე თქმით, დამსხვრეულია შუშები და ნაცემი არიან  თანამშრომლები.

 ნადარეიშვილმა ზუგდიდის საკრებულოს  ერთ-ერთ წევრსა და მას შორის გამართული დიალოგის შინაარსიც გაახმაურა:

"ბოლო გაფართხალება სკამების გადასარჩენად! როგორც კი მოვარდნენ ჩავედი მათთან, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები იყვნენ, როგორც ჩავედი ერთ-ერათი ყველაზე აგრესიული საკრებულოს წევრი გოგა ღადუა მომვარდა და ვკითხე ჩემს ოფისში რა გინდათ, აგერ ვარ და გისმენთთქო, ბოლო ხმაზე მიყვიროდა - 21 მარტს რატომ მიგყავთ ხალხი თბილისშიო.
პ.ს. ძალიან შეშინებულები არიან, ძალიააააან! 21 მარტს მთელი საქართველო გამოვა, ბოლო დღეებს ითვლიან!",-წერს ანი ნადარეიშვილი.

მანამდე კი, ნადარეიშვილი წერდა, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივიდნენ.

"ამ წუთებში ზუგდიდში ისევ და ისევ საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები და თანამშრომლები მივიდნენ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ ოფისი ცარიელია, კვირაა და იციან, რომ დღეს შტაბი დაკეტილია. და რაც ყველაზე მთავარია ისევ სკოლის მოსწავლეები მიიყვანეს აქაც. აღარავინ არ ყავს ქართულ ოცნებას სამეგრელოში",-დაწერა  ანი ნადარეიშვილმა "ფაისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics