|
2016-09-29 16:55:48, 997 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეკლამა Dicovery Channel-სა და სხვა პოპულარული ტელეარხების ეთერში ტრიალებს
აჭარაში ტურისტული სეზონის გახანგძლივებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ცნობილ ტელეარხებზე ვიდეო რეკლამა გაუშვა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიდეო რგოლი Discovery channel-ზე, My planet-ზე, Euronews Moscov-ისა და Euronews Spb-ის ტელეეთერში 1 სექტემბრიდან ტრიალებს. მათივე ინფორმაციით, ტელეარხები პოპულარულია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მათ მილიონობით მაყურებელი ჰყავს. მაგალითისთვის, მხოლოდ Discovery Channel-ს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სამიზნე ბაზრებზე 70 მილიონი მაყურებელი ჰყავს. ვიდეო რგოლი გადის იმ ქვეყნებში, საიდანაც აჭარას ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს, ესენია აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი და უკრაინა. ვიდეო რგოლში ზღვაზე დასვენების გარდა, მთაზე, ეკოტურიზმზე, ფოლკლორსა და სამზარეულოზე კეთდება აქცენტი. „ჩვენი მიზანია ტურისტები აჭარაში არასაზღვაო პერიოდშიც მოვიზიდოთ. რეგიონს ნამდვილად შეუძლია შესთავაზოს მოგზაურებს მრავალფეროვანი და საინტერესო ეკოტურისტული, გასტრონომიული და კულტურული ტურები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით. ამას ემატება ფესტივალები და კულტურული ღონისძიებებიც, რომლებიც აჭარაში სექტემბერ-ოქტომბერში იმართება და ანებივრებს სტუმრებს კინო, ფოტო, მუსიკალური თუ კულტურული ღონისძიებებით. ჩვენი კვლევებიც აჩვენებს, რომ ჩვენთან ჩამოსული უცხოელი ტურისტების უმრავლესობა, რომლებიც რეგიონს კმაყოფილები ტოვებენ, აჭარაში ყოფნისას სწორედ კულტურული, გასტრონომიული და ეკოტურისტული ტურიზმით ინტერესდება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)