|
2016-09-29 11:56:00, 1843 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკის სასამართლომ საქართველოში დაბადებულ 68 წლის მოშე მირილაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ საქართველოში დაბადებულ, 68 წლის მოშე მირილაშვილს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო გაყიდვისთვის 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, მირილაშვილი ოქსიკოდონს - ნარკოტიკის შემცველ ტკივილგამაყუჩებელს უკანონოდ ყიდდა, რომელსაც ყოველწლიურად 13 მილიონი ამერიკელი მოიხმარს. მოსამართლის განაჩენი ნაფიცმსაჯულთა ვერდიქტს ეყრდნობოდა, რომლებმაც ექიმი მირილაშვილი დამნაშავედ ცნეს. დამატებითი სასჯელის სახით სასამართლომ ბრალდებულს 2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მირილაშვილის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 1,75 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული აღმოაჩინეს. პროკურატურის ცნობით, 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე მირილაშვილმა 10 ათასზე მეტი დაუსაბუთებელი რეცეპტი გამოწერა, ანუ მილიონი აბი ოქსიკოდონი. ის პაციენტებს ვიზიტის სანაცვლოდ 200 ან 300 დოლარს ართმევდა. ამასთან, მირილაშვილი პაციენტებს დიაგნოსტიკას არ უტარებდა "საქმის არსით, მოშე მირილაშვილი იყო ნარკოდილერი, რომელიც ექიმად აჩვენებდა თავს", - განაცხადა ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის გენერალურმა პროკურორმა პრიტ ბჰარარამ. გამოძიება მირილაშვილის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც მეზობლებმა მის სახლთან ხალხის რიგი შენიშნეს და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. გამოძიება ორ წელს გრძელდებოდა და მირილაშვილისა და კიდევ ათი ნარკოდილერის დაკავებით დასრულდა. სხვა დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. მირილაშვილს 1996 წელს დარღვევებისთვის ექიმის ლიცენზია ჩამოართვეს, რომლის აღდგენაც მან მხოლოდ 15 წლის შემდეგ შეძლო. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატები ამტკიცებენ, ექიმმა რამდენიმე თანამშრომელი აიყვანა, რომლებიც ნარკოდილერები აღმოჩნდნენ და მისგან მალულად მედიკამენტების რეცეპტებით ვაჭრობდნენ. მირილაშვილი საქართველოში დაიბადა. მან სამედიცინო უნივერსიტეტი ორენბურგსა და თბილისში დაამთავრა. 1974 წელს ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ემიგრაციის მიზეზად ის ანტისემიტიზმს ასახელებდა.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)