|
2016-09-28 19:39:14, 1201 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გამო რომის პაპი შიმონ პერესის დაკრძალვას ვერ დაესწრება
საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გამო რომის პაპი ფრანცისკე პირველი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონიას ვერ დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას Catholicnews-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონია 30 სექტემბერს გაიმართება. ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პერესის დაკრძალვაზე რომის პაპს ელოდებოდნენ. შეგახსენებთ, რომ შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გადატანილი ინსულტის შემდეგ გარდაიცვალა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ის ხელოვნური კომის პირობებში იმყოფებოდა. შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონიას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ბილ და ჰილარი კლინტონები, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო და სხვა მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან. ცნობისთვის, ფრანცისკე პირველი საქართველოში 30 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწვევით ჩამოვა. პონტიფიკოსი საქართველოდან 2 ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)