|
2016-09-28 12:46:46, 1493 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: თუ ჩანაწერების ავთენტურობა დადგინდა, დავრწმუნდებით, რომ დაძაბულობა ხელოვნურად იქმნება
ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ დაძაბულობა ხელოვნურად იქმნება , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, არეულობის რეალური საფუძველი არ არსებობს. „დემოკრატიულ საქართველოში არასოდეს არ იქნება ერთი და იგივე პოლიტიკური სიმპათიები. არჩევნები იმისთვის არის, რომ მოსახლეობამ მისცეს ხმა იმ პარტიას, რომელსაც მისთვის მისაღებად მიიჩნევს. მე ვფიქრობ, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების საშიშროება არ არსებობს. თუკი დადგინდება ავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა, ეს კიდევ ერთხელ დაგვარწუმებს, რომ არის სისტემური მცდელობები, დაძაბულობის ხელოვნურად შესაქმნელად. არეულობის რეალური საფუძველი არ არსებობს. დარწუმებული ვარ, რომ სამართალდამცელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოხდეს პრევენცია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ დაკითხვაზე დაიბარა.
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)