19:32 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 18:44:11, 2997 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სასწავლო კურსების დამთავრების ცერემონიალი გაიმართა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რადიოოპერატორისა და ინფორმაციული სისტემების სპეციალისტთა მომზადების კურსების დამთავრების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების რადიოოპერატორისა და ინფორმაციული სისტემების ქვედანაყოფების სერჟანტებმა, კაპრალებმა და სამოქალაქო პირებმა მიიღეს.

რადიოოპერატორის მომზადების კურსი 29 მსმენელმა გაიარა. მათ კურსის განმავლობაში კავშირგაბმულობის საშუალებების ეფექტურად გამოყენება, რადიოქსელების მოწყობა და ხმოვანი რადიოკავშირის წარმოება შეისწავლეს.

ინფორმაციული სისტემების სპეციალისტთა გადამზადების კურსი 14 მსმენელმა დაასრულა. წვრთნების შედეგად კურსდამთავრებულები მცირე და საშუალო სიდიდის საოფისე ქსელების მოწყობას, სხვადასხვა ოპერაციული სისტემების გამართვასა და მათ პროგრამულ უზრუნველყოფას შეძლებენ.

დღეიდან კურსებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პირები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და გააგრძელებენ მსახურს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics