|
2016-09-27 13:52:04, 1091 ნახვა
კომენტარი
იან კელი: თუ ეს დანაკლისი შეივსება, ეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის
,,წელს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი და ამ ხნის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების იდეას, ზოგადად საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს კონკრეტული პროგრამა კი ამ მხარდაჭერის ურყევი ნაწილია“, - ასე შეაფასა ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსი და მისი შედეგები. ,,ისეთ ქვეყნებს როგორიც საქართველოა, დამსაქმებლის მოთხოვნების შესავსებად არ ჰყავს საკმარისი მუშახელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალთა თანაფარდობის პრობლემა და ქალბატონების მიერ ტექნოლოგიების სფეროზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. თუ ეს დანაკლისი შეივსება, ეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის რათა მათ ჩადონ უფრო მეტი ინვესტიცია ამ ქვეყანაში. ეს იქნება ნიშანი იმის რომ საქართველო მზად არის და ღიაა ბიზნესის საწარმოებლად. ბაზრის ანალიზი გვიჩვენებს რომ არსებული დანაკლისები შეიძება იყო შევსებული პროფესიული განათლებით. საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი გზა გაიარა პროფესიული განათლების სექტორის რეფორმის თვალსაზრისით და გრძელდება ამ სეგმენტის განვითარება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას და გრანტი რომელიც გაიცა მთლიანად მიმართულია ინოვაციური და ტექნოლოგიური მიმართულებების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა იან კელიმ. შეგახსენებთ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. საგრანტო კონკურსი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. გამარჯვებული 10 პროექტის საერთო ბიუჯეტი 19.6 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც 12 მილიონი დოლარი საგრანტო თანხას წარმოადგენს დანარჩენი კი კერძო სექტორის თანადაფინანსებაა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)