|
2016-09-27 13:36:46, 1196 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია: გონივრული პოლიტიკით შევძლებთ აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. „ქედს ვიხრი იმ ბიჭების ხსოვნის წინაშე ვინც საქართველოს ტერრიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა. სოხუმი, აფხაზეთი არის ჩვენი ეროვნული იდენტობის, ჩვენი გულის ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ გონივრული პოლიტიკით შევძლებთ ჩვენს აფხაზებთან ერთ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებას და ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის ერთად უზრუნველყოფას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზეც „გმირთა სავანე“ მივიდა. გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად ლევან იზორიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო. სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. შეიარაღებული კონფლიქტი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)