10:40 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 12:29:44, 1232 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: მე მგონი, ღარიბაშვილი არაფერ შუაშია, ივანიშვილმა შეგვახსენა საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს მივუახლოვდიო

მე მგონი, ღარიბაშვილი არაფერ შუაშია, ბატონმა ბიძინამ შეგვახსენა, რომ ორ წელიწადში საპრეზიდენტო არჩევნებია და ისიც შეგვახსენა, რომ თავად მიაღწია საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 „მოგახსენებთ, რომ ბევრ ქვეყანაში 60 წლამდე ასაკის ადამიანებს პრეზიდენტობის კანდიდატად საერთოდ არ განიხილავენ. მე არ მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აქ რაიმე შუაშია. ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. მან შეგვახსენა, რომ თვითონ მიაღწია საპრეზიდენტო მოწიფულობის ასაკს და არჩვნებამდე 2 წელი დარჩა. დანარჩენი დასკვნები ალბათ, თვითონ უნდა გამოვიტანოთ. ალბათ ვხვდებით, რაშიც არის საქმე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ღარიბაშვილი არაფერ შუაშია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ ის ირაკლი ღარიბშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლო ფაქტს მიესალმებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics