|
2016-09-27 12:21:38, 1538 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: პრაქტიკულად ყველა მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო დიალოგი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში იმართება. „ეს არის დიალოგი, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო სექტორი ერთმანეთს უზიარებენ იმ მიღწევებს, რომელიც არსებობს ჩვენსა და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას შორის DCFTA-სთან მიმართებაში, ასევე, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ამ მიმართულებით შეიძლება არსებობდეს. დღესდღეობით მინდა მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს, დონორ ორგამნზიაციებს და ევროპის კავშირს, რომელიც ძალაინ აქტიურადაა ჩართული ამ მიმართულებით. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. დღეს ჩვენ განვიხილეთ ასევე DCFTA Facility-ი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ერთად უკვე საქართველოშია წარმოდგენილი და ეს არის 390 მილიონიანი ფონდი, საიდანაც 50 მილიონი ევროს ნაწილი ქართულ ვალუტაში უკვე შესაძლებელია, რომ ჩვენმა მეწარმეებმა აიღონ. აქვე მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები, რომლებიც იქნება აუცილებელი ასოცირების პარალელურად, იყოს აბსოლუტურად განჭვრეტადი. კერძო ბიზნესმა იცოდეს, თუ როგორ და რა პერიოდში იქნება ყველა ეს წესი შემოღებული და შესაბამისად, მათთვის იყოს მაქსიმალური კომფორტი ამ მიმართულებით”,-აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მრგვალი მაგიდის ფორმატის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომლის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაა. შეხვედრაში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)