|
2016-09-26 17:04:31, 1316 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: სკოლებში თავისუფალი გაკვეთილები დაინერგება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ოქტომბრის ბოლოდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თავისუფალი გაკვეთილები დაინერგება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსწავლე თავად აირჩევს, დაესწრება თუ არა თავისუფალ გაკვეთილს, არ იქნება საშინაო დავალება და ნიშნის წერა. მას საშუალება ექნება კონკრეტულ თემაზე მიიღოს სიღრმისეული ინფორმაცია. ჯეჯელავას თქმით, სკოლებში თავისუფალი გაკვეთილის დანერგვა ხელს შეუწყობს, მოსწავლეების ანალიტიკურ, კრეატიულ, შემოქმედებით და ინოვაციურ აზროვნებას, გუნდური მუშაობისა და ლიდერის უნარების გამომუშავებას. მასწავლებლებისთვის კი, დამატებით ფინანსურ წყაროს წარმოადგენს და ხელს შეუწყობს მათ მოტივაციის ამაღლებას. „გვჭირდება მოსწავლეების გახალისება. რადგან მოსწავლეს თუ ეჯავრება სკოლა, მერე მას მენტორ, სუპერ მასწავლებელიც ვეღარ ასწავლის, რადგან უკვე ჩამოყალიბებული ექნება განწყობა, რომ სწავლა არის ტანჯვა. ჩვენ გვჭირდება, რომ სწავლა არ იყოს ტანჯვა“, - განაცხადა ჯეჯელავამ. მინისტრის ინფორმაციით, თავისუფალი გაკვეთილები მე-5- 9 კლასებში ჩატარდება. „საათები არ დაიკარგება, სახელმწიფო დაფინანსებით ვქმნით გახანგრძლივებულს. იქმნდება ფონდი, რომელიც გასცემს გრანტებს. თავიდან ამ ფონდში იქნება სულ 300 თავისუფალი გაკვეთილის ფული, ანუ რას ნიშნავს, ეს არის 3 თვიანი სერია, ერთჯერადად ვაფინანსებთ თავისუფალ გაკვეთილს კვირაში ორჯერ 3 თვის განმავლობაში. ვაპირებთ, ფოე-ფოე სკოლებს გამოვთიშოთ, სანამ ძალიან ცოტა ფული გვექნება. მოკლედ არის რისკი, კომაროვმა, პირველმა გიმნაზიამ წაიღოს ჩვენი ფონდი, მაგათ ისედაც აქვთ თავისუფალი გაკვეთილი, გვინდა, ვისაც არ აქვს, იმათ შეხვდეთ. იქნება რეგიონებშიც. შეიძლება მოხდეს კვოტირება. 5 თავისუფალი გაკვეთილის კვოტა წავა პირველ წელს თითო რაიონზე“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)