|
2016-09-26 16:35:01, 1328 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე "ოცნებაზე": იმ კლიპშიც კი, რომელიც გადაიღეს, მათი მხოლოდ დრონია
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელ მთავრობას არანაირი დამსახურება არ აქვს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოს ფეხზე დაყენება და შველა სჭირდება. "იმ კლიპშიც კი, რომელიც გადაიღეს „ჩვენი საქართველო აქ არისო“, მათი არის მარტო დრონი და მათი გაღიმებული სახეები. იმ კლიპში ჩანს ჩვენი საქართველო, რომელსაც ღმერთმა ასე უხვად მისცა სილამაზე, ჩანს ჩვენი აშენებული გზები და ქალაქები. ამიტომ მინდა ყველას ვუთხრა, მე არ ვიცი, სადაა მთავრობის საქართველო, მაგრამ აქ ჩვენი საქართველოა. ის ქვეყანა, რომლის შენებაც დავიწყეთ 2004 წელს, სადაც არც გზა იყო, არც შუქი, არც პენსია. აი, ეს იყო 2004 წელს ჩვენი საქართველო და ის ჩვენ 2012 წლამდე ფეხზე დავაყენეთ. ამ ჩვენს საქართველოს დღეს ფეხზე დაყენება და შველა ისევ სჭირდება და მას 8 ოქტომბერს ისევ ვუშველით, ისევ ფეხზე დავაყენებთ და ისევ წინ წავიყვანთ. მე მჯერა ჩვენი გამარჯვების“, - მიმართა ბაქრაძემ მხარდამჭერებს. ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)