11:45 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 16:55:16, 523 ნახვა

საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაღუპული ქართველი კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს საპარლაემნტო უმრავლესობის  წევრებმა ნიუ–ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც ვიცე–სპიკერმა  მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის სახით ღირსეული შვილები დაკარგა.

„პარლამენტის სახელით მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. ეს არის ქვეყნის  დიდი დანაკლისი. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ღირსეული შვილები დაკარგა, რაც სამწუხაროა. მწუხარებას ვიზიარეთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, დეპუტატმა დავით საგანელიძემ ქართველი კურსანტების დაღუპვას ტრაგედია უწოდა.

„ყველასთვის დიდი ტრაგედიაა, ოჯახისთვის, ახლობლებისთვის, ერისთვის, ქვეყნისვის. ახალგაზრდები, რომლებმაც ალბათ თავისი ცხოვრების პატარა მონაკვეთში გააკეთეს ის, რომ თავისი ქვეყნის დიდი სიყვარულით, დიდი ცოდნა შეიძინეს, ალბათ ამ ცოდნას ქვეყნის სიკეთეს მოახმარდნენ. სადა არის ჩასაფრებული ეშმაკი, ხანდახან არავინ იცის. ვწუხვარ, რომ ამ დიდი ტრაგედიის მოწმეები ვართ“,– განაცხადა საგანელიძემ. 

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში  ნიუ-ჯერსიში  დაღუპული ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

ტაძარში მოქალაქეები მიდიან და დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებენ.

ეკლესიაში  საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრები, აშშ–ში საქართველოს ელჩი იმყოფებოდნენ. 

იქ ამ დროისთვის პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან.

რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics